სარჩევი
შესავალი
საკვლევი პრობლემა;
მონაცემთა შეგროვების მეთოდები;
მონაცემთა ანალიზი;
დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები;
გამოყენებული ლიტერატურა.
თემა:
კვლევა
მიზანი:
როგორ
უზრუნველვყოთ საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური
ჩართულობა.
შედეგი: სპეციალური პროგრამებისა და აქტივობების
შემუშავება მშობელთა ჩართულობის ხარისხის
ასამაღლებლად.
კვლევის ხანგძლივობა: 10.11.2017
– 10.03.2018
ავტორი: თამარ ხუხუნაიშვილი
საპილოტე კლასი: X
შესავალი
„მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ
კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადსხვა ღონისძიებებში.
მშობლების აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში ამდიდრებს სკოლის
კულტურას, რაც დადებითად აისახება მისი დეკრატიულობის ხარისხზე. ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია , თავად მოსწავლეებისთვისაც, მშობლების აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესში.
მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში მოსწავლეები ავლენენ საუკეთესო
შედეგებს, იზრდება მათი მოსწრების დონე და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით. მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლის მშობელსა და მასწავლებელს შორის სწავლა-სწავლებისა და დისციპლინის
გაუმჯობესების აუცილებელი საშუალებაა.
სწავლების ერთ - ერთი ყველაზე მომგებიანი
ასპექტი მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, რაც აუცილებელია
წარმატებული პედაგოგისათვის. მოსწავლე გაცილებით უფრო მონდომებული იქნება სკოლაში,
თუ მას ეცოდინება, რომ მის მასწავლებელს რეგულარულად აქვს კონტაქტი მშობლებთან,
რომლებიც მას ენდობიან. წინააღმდეგ
შემთხვევაში ბავშვს შეუძლია მშობელი მასწავლებლის წინააღმდეგ განაწყოს.
პრაქტიკული
კვლევა
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
დამრიგებელი ვალდებულია:
Ø გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს
(შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი,
მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და
სხვ.);
Ø დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიურ თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
Ø იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
Ø რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული
პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა
და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი
თანდასწრებით საუბარი;
Ø საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს
მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
Ø გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის
გაცდენის მიზეზი.
დამრიგებელი ვერ შეასრულებს აღნიშნულ
ვალდებეულებებს, თუ მშობლის მხრიდანაც არ იქნა მუდმივი მზაობა და კონტაქტი
პედაგოგთან.
მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა
მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ,
რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. ისინი უფრო აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში
დაწყებით საფეხურზე, შემდეგ მათი აქტიურობა მცირდება ან საერთოდ წყდება.
ეს პრობლემა ჩემს, როგორც კლასის ხელმძღვანელის, წინაშეც დადგა. ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება
ჩემს სადამრიგებლო კლასში.
მუშაობის აღწერა და
მონაცემთა შეგროვების მეთოდები:
მონაცემთა შეგროვების მეთოდებად
გამოვიყენე:
· ინტერვიუები,
· კითხვარები..
კითხვარი მომზადდა ყველა მოსწავლის მშობლისა და კანონიერი მეურვისათვის.
მშობლებს
უნდა ეპასუხათ შემდეგ კითხვებზე
კითხვა
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
ვატყობინებ დამრიგებელს ბავშვის
სკოლაში არყოფნის მიზეზს
|
|||
დამრიგებელს ვეკონტაქტები თვეში
ერთხელ მაინც
|
|||
დამრიგებელთან სატელეფონო
კონტაქტის ინიციატორი მე ვარ
|
|||
მაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩემი
შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ
|
|||
ვესწრები
სასკოლო ღონისძიებებს
|
|||
აქტიურად
ვარ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.
|
|||
დაინტერესებული ვარ შვილის
აკადემიური მოსწრებით და დისციპლინით
|
კითხვარი ყველა მოსწავლეს, დროის მოგების მიზნით, გავატანე სახლში.
შედეგები იყო შემდეგნაირი:
გამოიკვეთა ორი საკითხი,
რომელიც ნაკლებ პრობლემური იყო;
სამი საკითხი, რომელშიც ნაკლებად იღებდნენ მშობლები მონაწილეობას
ორი საკითხი, რომლითაც ყველაზე ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული.
კითხვარმა მომცა საშუალება დამედგინა მშობლებისათვის მისაღები
კომუნიკაციის ფორმა, მათი ინტერესის სფერო და მათთვის მისაღები კომუნიკაციის ფორმა
- უმეტეს შემთხვევაში სატელეფონო ზარი და ინტერნეტი.
ინტერვიუმ
მშობლებთნ მომცა საშუალება დამედგინა
მიზეზები მშობლების დამოკიდებულებისა დამრიგებლის, პედაგოგებისა და ზოგადად სკოლის
მიმართ. აღმოჩნდა, რომ მშობლების ძირითადი ნაწილი
ინფორმირებული იყო შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ და ეს ინფორმაცია
მიღებული ჰქონდათ დამრიგებელთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით, ნაწილი ამ
ინფორმაციას მხოლოდ დამრიგებლის ინიციატივით იღებდა.
ინტერვიუში გამოიკვეთა მძიმე სოციალური
ფონი, რის გამოც მშობელთა ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული და ბავშვები მშობლის
/ მშობლების მზრუნველობას არიან მოკლებული.
ყველაფერმა ამან მომცა ინფორმაცია,
თუ რამდენად იყვნენ მშობლები ინფორმირებულები საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრების
შესახებ და თუ ინფორმაციის მიღების რომელი ფორმა იქნებოდა მათთვის უფრო მისაღები
და მოხერხებული.
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის
საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
პრობლემა/
აქტუალობა
|
გამომწვევი
მიზეზები
|
პრობლემის
სავარაუდო მოგვარების გზები
|
მოსალოდნელი
შედეგი (მოკლევადიანი)
|
საბოლოო
მიზანი/შედეგი
|
მშობელსა და სკოლას შორის არასრულყოფილი
და არაეფექტური კომუნიკაცია
კონტაქტი მცირეა ან
საერთოდაც არაა. მშობელი თითქმის არ ღებულობს მონაწილეობას შვილის სასკოლო
ცხოვრებაში, რაც ნეგატიურად აისახება სასკოლო ცხოვრებაზე.
|
მძიმე სოციალური ფონი,
მშობელთა უმრავლესობა სამუშაოს საძებნელად გასულია ქვეყნიდან ,
· მშობლების გადატვირთული დღის რეჟიმი,
· მშობლები შეჩვეულები არიან , რომ პედაგოგი იყოს ინიციატორი მათი
შეხვედრებისა.
|
·
· ავღნიშნო მშობლების წვლილი
სკოლის წარმატებაში, გავუგზავნოთ მადლობის წერილები ან ხაზი გავუსვათ მათ დამსახურებას
სხვადასხვა ღონისძიებაზე / შეხვედრაზე.
·
· აქტიურ / მოხალისე მშობელს/ებს გადავცეთ პრიზი / ები - „ყველაზე აქტიური
მშობლის“ სერთიფიკატი / დიპლომი
·
მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან მათი ლოგო, რომელიც იქნება მაჩვენებელი, რომ მათი სკოლა არის აქტიური ოჯახის ჩართულობის კუთხით.
●განვსაზღვროთ კომუნიკაციის ფორმა კომუნიკაციის ფორმის განსაზღვრა სასურველია მოხდეს კითხვარით, რომელშიც მშობელი თავად მიუთითებს მისთვის სასურველ კომუნიკაციის საშუალებას (სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა, წერილი და ა.შ). კითხვარის დასაწყისში მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა, მისი დადებითი მხარეები და ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს მშობლის ჩართულობა ბავშვის განათლებაზე.
მოვამზადოთ კითხვარი მშობლებისათვის, რომელიც დაგვეხმარება დავადგინოთ: მშობლების ინტერესის სფერო, სასკოლო ღონისძიებებში მათი ჩართვის მზაობა. ასევე შესაძლებელია, ამ კითხვარით მივიღოთ ინფორმაცია ოჯახში არსებული პრობლემის შესახებ, რომლის გამო მშობელი ვერ/არ ერთვება სასკოლო ცხოვრებაში.
● მასწავლებლებს სისტემატურად უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები თემაზე, თუ როგორ უნდა შექმნან კეთილგანწყობილი გარემო, როგორ დაამყარონ სწორი კომუნიკაცია მშობელთან, როგორ გახდნენ მშობლებთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატორები ;
სასურველია მასწავლებლების/დამრიგებლების დახმარებით შეიქმნას მოსწავლეების ბლოგები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლისთვის;
|
მშობლები
უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში, უფრო ხშირად
დაინტერესდებიან, როგორც მათი აკადემიური მოსწრებით ასევე დისციპლინით კლასის
ძირითად ნაწილთან კონტაქტი არ მოხდება მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ ტელეფონით და
მხოლოდ მასწავლებლის ინიციატივით,
მშობლები შეეცდებიან შეძლებისდაგვარად მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას; ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და მიიღებენ ქებას მშობლის მხრიდან;
|
გაიზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში; სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ; სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობის გაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება. მშობლები შეძლებენ
სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას; მასწავლებლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათი შვილის პროგრესის განხილვას; საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლის დახმარებას;
მშობლები ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს შვილის სწავლის პროცესში; მშობლები აქტიურ
მონაწილეობას
მიიღებენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში; მშობლები შვილების სწავლის პროცესში აქტიურად იქნებიან
ჩართული, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობას მიიღებენ საკუთარი
შვილების განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
|
კვლევის პროცესით მიღებული
ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე განვახორციელე და პრაქტიკაში
დავნერგე
ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
· საკლასო ღონისძიების დაგეგმვა
და განხორციელება მშობელთა აქტიური ჩართულობით და თანამონაწილეობით;
· ყოველი თვის ბოლო კვირა
გამოვაცხადე ღია კარის დღედ, როცა მშობელს საშუალება ექნება დააკვირდეს საკუთარ
შვილს საგაკვეთილო პროცესში, გაესაუბროს ნებისმიერ პედაგოგს, მიიღოს ინფორმაცია ბავშვის აკადემიური მოსწრებისა თუ
ქცევის შესახებ;
·
აქტიურ მოხალისე მშობელს / მშობლებს
გადაეცეთ პრიზი / ები ან „ყველაზე აქტიური მშობლის სერთიფიკატი / დიპლომი“.
ამრიგად, კვლევის
შედეგად გამოიკვეთა მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების პასიურობისა :
·
მძიმე სოციალური ფონი; იმ
მოსწავლეების რაოდენობის ზრდა, რომლებიც მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ არ იზრდება;
· მშობლების გადატვირთული დღის
რეჟმი;
· ისინი შეჩვეულები არიან, რომ პედაგოგია ინიციატორი მათი შეხვედრებისა.
ვფიქრობ რომ ძირითადი მიზეზი
პრობლემისა დადგინდა და ზემოთ აღნიშნული ინტრევენციების განხორციელება
ამ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება.
გამოყენებული
ლიტერატურა:
მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები ;
mastsavlebeli.ge ინტერნეტგაზეთი;
სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად;
„პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ - პრეზენტაცია მომზადებულია მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრის მასალებსა და გზამკვლევზე დაყრდნობით.
Комментариев нет:
Отправить комментарий