ჰაინრიხ ჰაინეს სატრფიალო ლირიკა
პროექტის მთავარი იდეა (თემა): პარალელის გავლება უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, ანალოგიების პოვნა საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის.
პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას: ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, სინთეზური ანალიზის, სხვისი მოსმენისა და ალტერნატიული აზრის მიღების უნარებს.
პროექტის მიზნები: გერმანულ ენაში მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება; საგანმანათლებლო პროცესში ისტ–ის გამოყენების მეთოდების დაუფლება.
უცხ. ს. VII. 19. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
· მსჯელობს ტექსტში ასახული ფასეულობებისა დაშეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შესაბამისი არგუმენტების მოყვანით (მაგ. ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა);
· ამოიცნობს ტექსტში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, საყოფაცხოვრებო რეალიებს.
· ავლებს პარალელს უცხხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს.
· იჩენს ინტერესს ადამიანთა განცდების, დამოკიდებულების მიმართ;
· ავლებს პარალელს, პოულობს და აღნიშნავს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათასულიერ სამყაროებ შორის (განცდები, განწყობილებები, დამოკიდებულებები).
უცხ.ს.VII.20.მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს
შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე:
· მასწავლებელთან ერთადაყალიბებენ პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
· გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი.
ვადები / ხანგძლივობა: 7 დღე.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნის დონეს, ისწავლიან ისტ–ის დახმარებით როგორ მოიპოვონ მასალები ინტერნეტში, გააკეთონ ელექტრონული პრეზენტაცია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, წიგნი, ფურცლები, ავტოკალამი, დაფა. ცარცი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა1. დაფაზე ვწერ 3 თემას და მოსწავლეებს ვთხოვ აირჩიონ ერთ–ერთი;
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.
აქტივობა 2. თითოეულ ჯგუფს ცალ– ცალკე ვაძლევ დავალებებს, ამასთანავე მივუთითებ ვებ გვერდების მისამართებს; I ჯგუფს ვთხოვ მოიძიონ ცნობები
ჰაინრიხ ჰაინეს ცხოვრებისა და მოღცაწეობის შესეხებ და მოამზადონ მინი ლექცია ელექტრონულ პრეზენტაციასთან ერთად.
II ჯგუფს ვთხოვ შეარჩიონ ჰ. ჰაინეს ,,Buch der Lieder’’-იდან სატრფიალო ლირიკა და
ქართული თარგმანები.;
III ჯგუფს ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია ჰ. ჰაინეს გავლენაზე ქართულ ლიტერატურაში,
კერძოდ ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლისეული თარგმანები.
აქტივობა 3.თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავისი კვლევის პროდუქტს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ–ი
· ის. ტექ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ხუხუნაიშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarxuxunaishvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий