სასწავლო პროექტი


ჰაინრიხ ჰაინეს სატრფიალო ლირიკა

პროექტის მთავარი  იდეა (თემა): პარალელის გავლება უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, ანალოგიების პოვნა საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის.

პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას: ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, სინთეზური ანალიზის, სხვისი მოსმენისა და ალტერნატიული აზრის მიღების უნარებს.

პროექტის მიზნები: გერმანულ ენაში მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება; საგანმანათლებლო პროცესში ისტ–ის გამოყენების მეთოდების დაუფლება.

უცხ. ს. VII. 19მოსწავლე  იჩენს  ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
·         მსჯელობს ტექსტში ასახული ფასეულობებისა დაშეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შესაბამისი არგუმენტების მოყვანით (მაგ. ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა);
·         ამოიცნობს ტექსტში ასახულ  კულტურულ, სიმბოლურ, საყოფაცხოვრებო რეალიებს.
·         ავლებს პარალელს უცხხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს.
·         იჩენს ინტერესს ადამიანთა განცდების, დამოკიდებულების მიმართ;
·         ავლებს პარალელს, პოულობს და აღნიშნავს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათასულიერ სამყაროებ შორის (განცდები,  განწყობილებები, დამოკიდებულებები).

უცხ.ს.VII.20.მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს
შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე:
·         მასწავლებელთან ერთადაყალიბებენ პროექტის წარმატებით  განხორციელების კრიტერიუმებს;
·         გუნდის წევრებთან ერთად  შეიმუშავებს პროექტის საბოლოო  ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

   მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი. 
     
ვადები / ხანგძლივობა: 7 დღე.

მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნის  დონეს, ისწავლიან  ისტ–ის დახმარებით როგორ მოიპოვონ  მასალები  ინტერნეტში, გააკეთონ ელექტრონული  პრეზენტაცია.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, წიგნი, ფურცლები, ავტოკალამი, დაფა. ცარცი.

პროექტის მსვლელობა  (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა1. დაფაზე ვწერ 3 თემას და მოსწავლეებს ვთხოვ აირჩიონ  ერთ–ერთი;
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.
აქტივობა 2. თითოეულ ჯგუფს ცალ– ცალკე ვაძლევ დავალებებს, ამასთანავე  მივუთითებ  ვებ გვერდების  მისამართებს; I ჯგუფს ვთხოვ მოიძიონ ცნობები
ჰაინრიხ ჰაინეს ცხოვრებისა და მოღცაწეობის შესეხებ და მოამზადონ მინი ლექცია  ელექტრონულ  პრეზენტაციასთან  ერთად.
II ჯგუფს ვთხოვ შეარჩიონ  ჰ. ჰაინეს ,,Buch der Lieder’’-იდან სატრფიალო  ლირიკა და
ქართული თარგმანები.;
III ჯგუფს ვთხოვ  მოიძიონ ინფორმაცია ჰ. ჰაინეს გავლენაზე ქართულ ლიტერატურაში,
კერძოდ ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლისეული თარგმანები.
აქტივობა 3.თითოეული ჯგუფი წარმოადგენს  თავისი  კვლევის პროდუქტს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ისტ–ი
·         ის. ტექ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია  ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ხუხუნაიშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarxuxunaishvili@gmail.com